გიგა გოგუა,

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

 

ყველას მოეხსენება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პოლიტიკურად ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა, ხოლო სამხედრო შეიარაღების მიმართულებით ის ნომერ პირველია  მსოფლიოში. სახელმწიფოს სამხედრო ძლიერება სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება. მისი ძირითადი შემადგენლობაა:

  1. სახმელეთო ჯარები
  2. სამხედრო-საჰაერო ჯარები
  3. სამხედრო-საზღვაო ძალები

ამ მიმართულებით ამერიკა გამონაკლისს წარმოადგენს და მოიცავს მეოთხე კომპონენტსაც –  კოსმოსურ ძალებს (Space Force).

სტატიაში უშუალოდ მოგითხრობთ აშშ-ის საზღვაო ძალებზე კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტის ისტორიაზე, რომლის დაყოფაც, ჩემი აზრით სამ ეტაპად არის შესაძლებელი:

  1. ეს არის უშუალოდ ამერიკის ფლოტის დაარსების პერიოდი: 1775 წლის 12 ოქტომბერს, ორი იალქნიანი ხომალდი აღიჭურვა შეიარაღებით, რომლებიც გაგზავნილი იქნა ბრიტანული ხომალდების შესაჩერებლად. 1775-1783 წლებში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში შეიქმნა მცირე ფლოტი, რომელიც ფრეგატებისგან შედგებოდა. ფლოტმა ომის დასრულებისთანავე შეწყვიტა არსებობა. 1794 წელს ამერიკული სავაჭრო ხომალდების მეკობრეებისგან დასაცავად, კონგრესმა შემოიღო კანონი ფლოტის შექმნის თაობაზე. 1794 წლისთვის სამი ფრეგატი უკვე მზად იყო ზღვაში გასასვლელად. შემდეგში, ამერიკის ფლოტი რამდენიმე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში ჩაერთო და საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. მაგალითად, ფრანგულ-ამერიკული დაპირისპირება 1798-1800 წლებში, ბრიტანულ-ამერიკული ომი 1812-1814, ამერიკა-მექსიკის ომი 1845-1848, სამოქალქო ომი 1861-1865, ესპანეთი-ამერიკის 1898 წლის დაპირისპირება. ასევე პირველი ეტაპის მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხედრო-საზღვაო აკადემიის შექმნა ანნაპოლისში (მერილენდში).
  2. მეორე ეტაპი იწყება როდესაც 1907-1909 წლებში, ამერიკის საზღვაო ფლოტის მიერ ძალის დემონსტრაციის მიზნით განხორციელდა დედამიწის გარშემო შემოვლა. ფლოტში 16 ჯავშნიანი საარტილერიო ხომალდი მონაწილეობდა, ასევე თანმხლები ხომალდები, რომელიც ცნობილია, როგორც ,,Great White Fleet”. 1916 წელს დაიწყო ახალი გემთმშენებლობის პროგრამა. 1917 წლის 6 აპრილს ამერიკა ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში ანტანტის მხარეს, ფლოტმა კი ამერიკის დესანტის გადასხმა უზრუნველყო ევროპაში. პირველმა მსოფლიო ომმა აჩვენა რომ ლინკორის ტიპის საზღვაო ხომალდები არ იყვნენ ეფექტურები, გაჩნდა ხომალდ საწინააღმდეგო საშუალებები, ამიტომაც ნაღმოსან ხომალდებს მიენიჭა უპირატესობა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სამხედრო ბიუჯეტი შემცირდა და ხომალდების რაოდენობამ კლება დაიწყო. 1922 წელს საზღვაო ხელშეკრულება დაიდო აშშ-ს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, იაპონიასა და იტალიას შორის, რომელიც ფლოტის შემცირებას  და რაოდენობის განსაზღვრას გულისმობდა. 1941 წელს ამერიკულმა ფლოტმა დიდი დანაკარგები განიცადა პერლ-ჰარბოროზე იაპონის თავდასხმის შედეგად. შემდგომ, აშშ, ცივი ომის პერიოდში შევიდა და ფლოტმაც ახალი მნიშვნელობა და სტრატეგიული მიზნები შეიძინა .
  1. მესამე ეტაპი არის უშუალოდ თანამედროვე ამერიკული ფლოტის საფუძველი და ფუნდამენტური მნიშვნლობის მოვლენა, როდესაც, 1961 წელს, მსოფლიოში პირველი ატომური დამრტყმელი ავიამზიდი ,,ენტერპრაიზი“ გამოჩნდა ამერიკის ფლოტის შემადგენლობაში. შემდეგ კი, 1975 წელს ნიმიცის ტიპის პირველი ავიამზიდის შექმნა, რაც ასევე ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენა იყო. ჩემი აზრით, მესამე ეტაპი ზემო აღნიშნული ისტორიული მომენტებიდან მოყოლებული, დღემდე გრძელდება.

ახლა კი მოდით ვნახოთ რა შეუძლია ამერიკის ფლოტს  და რას წარმოადგენს აშშ-ს ფლოტის ერთი ავიამზიდი თავისი დამრტყმელი ჯგუფით…

ავიამზიდი თავისი დამრტყმელი ჯგუფით

რისგან შედგება ის ?

  1. ფლაგმანური ატომური ავიამზიდი ნიმიცის ან ჯერალდ ფორდის ტიპის, რომელზეც სამოცდაათზე მეტი საჰაერო ხომალდის განთავსება შეიძლება;
  2. ორი სარაკეტო კრეისერი ტიკანდეროკის ტიპის რომლებიც აღჭურვილია მართვადი რაკეტებით და ტომაჰავკის ტიპის რაკეტებით (Tomahawk);
  3. წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგოდ მიმართული არლი-ბიორკის ტიპის (the Arleigh-Burke Class Destroyers) დესტროიერი ხომალდები ორი ან სამი (რაოდენობა დამრტყმელი ჯგუფის მიზნის მიხედვიტ იცვლება და მიესადაგება) ,ამ ტიპის ნაღმოსნები წყალქვეშა ნავების ქინაღმდეგ აღჭურვილია ტორპდოებით და დაბალ სიღმეზე მომქედი ბომებით;
  4. ლოს ანჯელესის ტიპის ორი წყალქვეშა ნავი თომაჰავკის ტიპის რაკეტებით და ტორპედოებით, მათი მიზანია წყალსზედა სამიზნეების და წყალქვეშანავების განადგურება.

ავიამზიდის დაცვას და დამრტყმელ პოტენციალს ასევე უზრუნველყოფს შემდეგი საჰაერო თავდაცვითი და თავდასხმითი ავიაცია:

  1. F/A-18 (HORNET-ქართულად კრაზანა) მოიერიშე მრავალფუქნციური თვითმფრინავი (აბრევიატურა A-ნიშნავს Attack მოიერიშე ხოლო F–fighter გამანადგურებელი), რაოდენობა 48 ერთეული;
  2. F-35 Lightning II მრავალფუნქციური გამანადგურებელი მეხუთე თაობის რომელიც დღეისთვის ,ასევე ამერიკული F-22 RAPTOR თან ერთად საუკეთესოა თავის კლასში;
  3. რადიო ელექტრონული წინააღდეგობისთვის განკუთვნილი თვითმფრინავი PROWLER;
  4. რადიოლოკაციური დაზვერვისთვის განკუთვნილი თვითმფრინავი E-2 Hawkeye;
  5. სატრანსპორტო C-2.

ასევე ამერიკული ფლოტის დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია საბრძოლო სისტემა იჯისი (Aegis Combat System) საზღვაო ბაზირების ამერიკული მრავალფუნქციური საბრძოლო ინფორმაციულ-მმართველი სისტემა (სიმს). „იჯისი“ წარმოადგენს აღმოჩენის, დამიზნების და ცეცხლის მართვის ინტეგრირებულ სისტემას, რომელიც ქსელში აერთიანებს საზღვაო ხომალდის საცეცხლე სისტემებს, ვითარების გაშუქების, ანალიზის და მართვის საშუალებებს. სისტემა უზრუნველყოფს შენაერთის სხვა გემებისა და საფრენი აპარატების სენსორებიდან ინფორმაციის მიღებას და დამუშავებას, და მათი გამშვები დანადგარების დამიზნებას. იჯისის გული, შეიარაღების სისტემა შედგება AN/SPY-1 ფაზირებულ ცხაურიანი რადარისგან, MK 99 ცეცხლის მართვის სისტემისგან, შეიარაღების მართვის სისტემისგან, მართვის და გადაწყვეტილების მიღების კომპლექტისგან და SM-2 „სტანდარტ“ ტიპის რაკეტების ოჯახისგან; „სტანდარტის“ ოჯახი შეიცავს RIM-66 საბაზო რაკეტებს, RIM-67 გაზრდილი მანძილის რაკეტებს და უახლეს RIM-161 ანტიბალისტიკური რაკეტა. მომავალში იგეგმება SM-2-ზე დაფუძნებული RIM-174 ERAM-ების მიღება სისტემის შეიარაღებაზე, რომელიც ამჟამად გამოცდების პროცესშია.

ცალკეულ გემებს არ შეუძლიათ ერთდროულად ამ ყველა ტიპის რაკეტის გადატანა; მათგან ერთ-ერთზე ჩერდება არჩევანი დასახული ამოცანიდან გამომდინარე. იჯისის საბრძოლო სისტემა იმართება ავტომატური აღმოჩენის და დევნის მულტიფუნქციური, სამკოორდინატული, პასიური ფაზირებულცხაურიანი ანტენით AN/SPY-1. „ფლოტის ფარად“ ცნობილი მძლავრი (6 მეგავატი) SPY რადარი უზრუნველყოფს ძებნის, დევნის და რაკეტის მართვის ფუნქციების შესრულებას ერთდროულად 100-მდე მიზანზე, 100 საზღავო მილის (190 კმ) მანძილზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს 11 ავიამზიდი ზემოთ ჩამოთვლილი შეიარაღებით და  ხომალდებით, რომელიც ამ ავიამზიდს ყოველთვის თან ახლავს, რისი მეშვეობითაც ამერიკას შეუძლია ტავისი მიზნების განხორციელება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ფლოტის  ავიამზიდს, თავის თანმხლებ ჯგუფთან ერთად აქვს გასაოცარი დამრტყმელი პოტენციალი იმის გათვალისწნებით, რომ მას შეუძლია 1000კმ-ის რადიუსში ნებისმიერი სახმელეთო სამიზნის განადგურება რაც მიიღწევა მისი მზვერავი ავიაციის თანამედროვე რადარული სისტემების და კოსმოსური მხარდაჭერის მეშვეობით. ავიამზიდის ავიაციის მოქმედების რადიუსია 1300კმ, ხოლო ტომაჰავკის რაკეტების, (Tomahawk Missile) 1500კმ.

შეერთებული შტატების ფლოტი წარმოადგენს რონალდ რეიგანის მიერ გამოყენებულ „Peace through Strength“ (მშვიდობა ძალის მეშვეობით) ტაქტიკას, რომლის საშუალებით, აშშ ახერხებს თავისი და მოკავშირეების ტერიტორიასა თუ ინტერესების სფეროებში მშვიდობის გავრცელებას.